კახა კალაძე - გამოვრიცხავ პრეზიდენტის სასახლიდან არგამოსვლის საკითხს, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული

არ მგონია, ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს რაიმე სახის ესკალაცია მოჰყვეს. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან 29 დეკემბერს დაგეგმილი ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიის შესახებ საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებული არჩევნების წესით არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით.

„საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყანაში მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. ხელისუფლებამ აირჩია პრეზიდენტი, ჩატარდა არჩევნები ღიად, გამჭვირვალედ. რა თქმა უნდა, 29-ში შედგება ინაუგურაციის ცერემონიალი, რადგან ქვეყანას ჰყავს ახალი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილის სახით. რაც მთავარია, ის არის პატრიოტი, სამშობლოზე შეყვარებული ადამიანი.

მნიშვნელოვანია ის, რომ ყაველაშვილი გარედან არ იმართება, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან. ის ემსახურება სხვა ქვეყნის ინტერესებს. შემთხვევითი არ არის, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთ-ერთ გამოწვევად ასახელებს იმას, რომ მან უნდა დაამარცხოს „დიპ სტეიტი“. ეს საუბრები მოგონილი არ არის. არის კონკრეტული ძალები და ჯგუფები, ვისაც თავიანთი ხედვები აქვს, რაც ძალიან მძიმეა. არამხოლოდ ჩვენთვის არის დამაზიანებელი და მხოლოდ ჩვენთან კი არ არის ლიბერალური ფაშიზმი, არამედ ეს გაბატონებულია ევროპაშიც. ზოგადად, მსოფლიოს გადალაგება უნდა მოხდეს და ყველაფერი დამშვიდდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლიდან არ გამოსვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებას და ოპოზიციის მზაობას, რომ მას დაიცავს, კახა კალაძის თქმით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ასეთი ნაბიჯის გადადგმა არავის უნდა უნდოდეს.

„არ მგონია, რომ რაიმე სახის ესკალაცია ან სიტუაციის გართულება მოჰყვეს ინაუგურაციის შემდგომ პერიოდს. გამოვრიცხავ სასახლიდან არგამოსვლის საკითხსაც და ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს 3-დან 15 წლამდე პატიმრობას. ვის უნდა ასეთი ნაბიჯის გადადგმა? დარწმუნებული ვარ, ასეთ სისულელეს არავინ ჩაიდენს. ჩვენ გვესმის პროტესტიც, განსხვავებული შეხედულებებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მშვიდობიან ფორმებში უნდა გამოიხატებოდეს. დღეს, საქართველოს ხელისუფლება არ არის შევარდნაძის ან სააკაშვილის დროინდელი მთავრობა. არამედ ხელისუფლება თავისი ინსტიტუტებით არის ძლიერი. შესაბამისად, ჩვენ ყოველთვის კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. განსხვავებული მოსაზრების გამოხატვა ყველას მშვიდობიანი ფორმით შეუძლია. როგორც კი კანონის ჩარჩოებს გასცდება, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს