კახა კალაძე - ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, იქიდან მიღებული ფულით ჯიბეებს ისქელებენ, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო - ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია

ის ადამიანები ან ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვთ რუსეთთან, ჩვენ გვეუბნებიან რუსეთისკენ მიდიხართო. არსად მივდივართ, ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ბიზნესმენების ნაწილი, რომელიც თითქოს, ყველაფერ რუსულს გმობს, ხელისუფლებას ადანაშაულებს რუსულ კურსში, სინამდვილეში თავად არიან კავშირში რუსეთთან და დაფინანსებასაც იქიდან იღებენ.

„ეს არის ორმაგი სტანდარტის ნათელი მაგალითი. ჩვენ აქეთ მოგვიწოდებენ, რომ ვითომ რუსეთისკენ მივდივართ. ამ დროს არსად მივდივართ და დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ. ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველაფერს ვაკეთებთ. თუკი ამ მიმართულებით რაიმე წარმატებას მივაღწიეთ, ეს „ქართული ოცნების“ პირობებში მომხდარი. მეორე მხრიდან გვაშანტაჟებენ და შეურაცხყოფას გვაყენებენ ის ადამიანები ან თუნდაც ბიზნესმენები, რომლებსაც ახლო კავშირი აქვს რუსეთთან, ყველაზე მეტჯერ არიან რუსეთში ნამყოფები, იქიდან პირდაპირ თანხებს იღებენ სხვადასხვა გზით, დაფინანსებით, ბიზნესის სახით. სწორედ ეს ადამიანები გამოდიან და გვეუბნებიან, რომ რუსეთისკენ მიდიხართო, თავად კი კარგ ბენეფიტებს იღებენ, ჯიბეებს ისქელებენ.

„ქართული ოცნება“, პირველ რიგში, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, დგამს ყველა ნაბიჯს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ გარედან თავს არავის ვუხრით და ქვეყანას ვიცავთ. მზად ვართ მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, მაგრამ ბატონყმური დამოკიდებულება გარედან, კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არავის ვასალი არ ვართ. ვართ დამოუკიდებელი, შემდგარი და სუვერენული სახელმწიფო. ამ ყველაფერს დავიცავთ და გავამტკიცებთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა