პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო

პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებული საბა მეფარიშვილის და ომარ ოკრიბელაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში ომარ ოკრიბელაშვილის ადვოკატი, დავით გამყრელიძე აცხადებს, პროცესი გამოგონილი ბრალით გადაიდო, რათა მოქმედმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული პატიმრების შეწყალება ვერ მოასწროს.

„დილით, 10:00 საათზე დამიკავშირდა მოსამართლე ნათია გუდაძის თანაშემწე, რომელსაც წინა დღეს ვთხოვეთ, რომ პროცესი არავითარ შემთხვევაში არ გადადებულიყო. დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა პროკურორს, დაცვის მხარეს და მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გასულიყო. მათი არაოფიციალური პასუხით, პროკურორი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობს და დღევანდელ პროცესზე ვერ გამოცხადდებოდა.

ეს თითიდან გამოწოვილი პრობლემაა, რომ ამ ბავშვების შეწყალება ამ პრეზიდენტის მიერ არ მომხდარიყო. ჩვენ განცხადების შეტანას ვაპირებდით პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის ვაპირებდით მიმართვას, ეს არის გამოგონილი, არანაირ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში კონკრეტული პროკურორი არ მონაწილეობს", - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა სხვა პირებთან ერთად, როგორც ფიზიკური ძალის, ასევე, რკინის ნივთის გამოყენებით პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირი მიზანმიმართულად დააზიანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ