ზურაბ ჯაფარიძე - სად ნახულობს ჯო უილსონი ამდენ დროს, რომ საქართველოზე „დაპოსტოს“ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საქართველო მისი ყურადღების ცენტრშია - მის ბოლო „ტვიტებში“ მუქარების ტონიც იყო, ამიტომ რაღაც მნიშვნელოვანს უნდა ველოდოთ

სად ნახულობს ეს კაცი [ჯო უილსონი] ამდენ დროს, რომ საქართველოზე „პოსტოს“ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საქართველო მისი ყურადღების ცენტრშია - მის ბოლო „ტვიტებში“ მუქარების ტონიც ისმოდა, ამიტომ რაღაცა მნიშვნელოვანს უნდა ველოდოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარის, “რესპუბლიკელის“, ჯო უილსონის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

კითხვაზე, „უნდა ეშინოდეს თუ არა ბიძინა ივანიშვილს სანქციების“ ჯაფარიძე პასუხობს რომ არა მარტო ივანიშვილს, არამედ მის „ქვეშევრდომებსაც“ უნდა ეშინოდეთ.

„ჩემი აზრით, კი [უნდა ეშინოდეთ სანქციების] და არა მარტო ივანიშვილს, არამედ მისი ქვეშევრდომებსაც. ჯო უილსონი არის „ჰელსინის კომისიის“ თავმჯდომარე. სად ნახულობს ეს კაცი ამდენ დროს, რომ საქართველოზე "პოსტოს" არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, საქართველო მის ყურადღების ცენტრშია, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მუქარების ტონიც ისმოდა მათ შორის, მის ბოლო „ტვიტებში“, ამიტომ რაღაცა მნიშვნელოვანს უნდა ველოდოთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, „ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

„პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“ - დაწერა უილსონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი