ირაკლი კირცხალია - ჯო უილსონის განცხადება მკაფიოდ ლობისტურია და რეალობას არ შეესაბამება - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ხედვა სრულ თანხვედრაშია

ჯო უილსონის განცხადებას, რომელიც მკაფიოდ ლობისტურია და რეალობას არ შეესაბამება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისა და „ქართული ოცნების“ სტრატეგიული ხედვა სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და ლობიზმით გაჟღენთილი განცხადებები გადატვირთვის პოლიტიკას ხელს ვერ შეუშლის! ლოგიკური, პრაგმატული და ობიექტური რწმენა გვაქვს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისა და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება, - ეს განცხადება პარლამენტში, „ქართული ოცნების“ ირაკლი კირცხალიამ გააკეთა.

კირცხალიას თქმით, „როგორც ევროკავშირის რეზოლუციები იყო ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი, უილსონის განცხადებაც იგივეა“.

„საქართველოსთან დაკავშირებით უილსონის განცხადება ხაზს უსვამს ორმაგ სტანდარტს, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობთ და რასაც კონკრეტულმა ლობისტურმა ჯგუფებმა აშშ-სა და ევროპაში მიგვაჩვიეს როგორც პოლიტიკოსები, ასევე საზოგადოება.

აშშ-ში მოქმედი ბევრად უფრო მკაცრი და კაბალური კანონით, რაც დაკავშირებულია გამჭვირვალობასთან, დოკუმენტალურად ამოვიკითხეთ, რომ ეს განცხადებები გაჟღენთილია ლობისტური სულისკვეთებით - არა მარტო უილსონისგან, არამედ სხვა მისი კოლეგებისგან როგორც აშშ-ში, ასევე ევროკავშირში.

როგორც ევროკავშირის რეზოლუციები იყო ვიწრო პარტიული ინტერესებით ნაკარნახევი, იგივე განცხადებაა ესეც!

ტრამპის ძირითადი ხედვები, მიმართულებები და დაპირებები ერთი-ერთში ემთხვევა “ქართული ოცნების“ ხედვას. ამიტომ ლოგიკური, პრაგმატული და ობიექტური რწმენა გვაქვს, რომ აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის და საქართველოს ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზე იქნება“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

"ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

"რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან?

მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?" - დაწერა უილსონმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო