ირაკლი ქადაგიშვილი - აშშ-ში არის პოლიტიკოსთა წრე, რომელთა მიზანია, საქართველოს დისკრედიტაცია და ზეწოლის მოხდენა - ხშირ შემთხვევაში, მათი ეს სურვილი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს

აშშ-ში არის პოლიტიკოსთა წრე, რომელთა მიზანია, ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს დისკრედიტაცია და საქართველოზე ზეწოლის მოხდენა - ხშირ შემთხვევაში, მათი ეს სურვილი ლობისტური საქმიანობიდან გამომდინარეობს, - ასე აფასებს “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით “რესპუბლიკელი“ ჯო უილსონის განცხადებებს.

ქადაგიშვილის თქმით, აშშ-ს ახალარჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფასეულობები, რის გატარებასაც ის აშშ-ში აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია “ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და პოლიტიკასთან.

„გარკვეული კონკრეტული ინფორმაცია გვაქვს და უფრო მეტად „ფარას“ დოკუმენტებიდან შევიტყობთ, საიდან მოდის ჯო უილსონის ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ.

რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ანალოგიურ პოლიტიკურ შეხედულებებსა და პოზიციებს ახმოვანებს ტრამპი, რა ფასეულობების გარშემოც საუბრობდა და იბრძოდა „ქართული ოცნება“. საუბარია ამ ფასეულობათა დამთხვევაზე და არა იმაზე, რომ ტრამპი საქართველოსთვის მოწოდებულია განსაკუთრებული დაახლოებისკენ ან საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისკენ. ის ფასეულობები, რაზეც ტრამპი საუბრობს და გატარებას აპირებს, მჭიდრო თანხვედრაშია „ქართული ოცნების“ ფასეულობებთან და გატარებულ პოლიტიკასთან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ირაკლი ქადაგიშვილმა.

"ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, “რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

"რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან?

მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?" - დაწერა უილსონმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია