გია ვოლსკი - არც ჯო უილსონმა და არც სხვამ არ იცის, რა დამოკიდებულება შეიძლება ჰქონდეს რეგიონების მიმართ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას - დაველოდოთ, ვფიქრობ, მომავალი პოზიტიურია

არც ჯო უილსონმა და არც ნებისმიერმა სხვამ არ იცის დამოკიდებულება, რომელიც კონკრეტული რეგიონების მიმართ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შეიძლება ჰქონდეს - დაველოდოთ, ვფიქრობ, მომავალი პოზიტიურია და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ იმედს ის ფაქტი აძლევს, რომ აშშ-ის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან მთელ რიგ საკითხებზე აბსოლუტურად, ზედმიწევნით ერთი და იგივე პოზიცია აქვთ.

„ეს არის შავი ფული, პროგრამები, რომელიც ამერიკელი ხალხის სახელით კეთდება და აშშ-ის იმიჯს აზარალებს, ეს არის ომისა და მშვიდობის თემა და საკითხები, რაც კონსერვატიულ ხედვებს შეესაბამება.

რასაკვირველია, ნორმალურია ყველას ჰქონდეს განცდა, რომ მსოფლიო კი არ გადაიჩეხება, როგორც ეს ზოგიერთ ოპონენტს სურს, არამედ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომსა და იმ უბედურებას გადაურჩება, რაც ომის არეალის გაფართოებას შეიძლება მოჰყვეს.

ამ შემთხვევაში ამ პოზიციაზე დგას უილსონი და არა მხოლოდ ის და სხვა პოზიცია აქვთ ადამიანებს, ვინც აშშ-ის ადმინისტრაციაში არიან როგორც გარკვეული აზრის შემქმნელები, სანამ საქმის კეთებას ოფიციალურად შეუდგებიან", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ჰელსინკის კომისიის“ თავმჯდომარემ, „რესპუბლიკელმა“ ჯო უილსონმა საქართველოსთან დაკავშირებით პლატფორმა X-ზე სამი პოსტი გამოაქვეყნა.

უილსონმა დაწერა, რომ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ამერიკის თვითგამოცხადებულ მტრებზე ძალიან ნათელია.

“პრეზიდენტმა ტრამპმა ძალიან ნათლად გამოხატა თავისი პოზიცია აშშ-ის თვითგამოცხადებული მტრების მიმართ. თუკი 29 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილი ქართული დემოკრატიის განადგურების გეგმას ბოლომდე მიიყვანს, ის ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც ვერც კი წარმოუდგენია“.

უილსონმა პოსტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელშეკრულების ჩინურ კომპანიასთან გაფორმებაზეც დაწერა.

„რატომ გააფორმა საქართველოს დიქტატორობის მომლოდინე ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ხელშეკრულება სანქცირებულ ჩინურ კომპანიასთან? მზად ხარ სანქციებისთვის, ბიძინა?“, - დაწერა უილსონმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს