გია ვოლსკი - კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილისგან ისეთი ნაბიჯების გადადგას ითხოვს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება - თავი ლიდერი ეგონა და მარიონეტად ჩამოყალიბდა

სალომე ზურაბიშვილის გარეშემო მყოფი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მისგან პრინციპულად ისეთი ნაბიჯების გადადგას ითხოვს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უკავშირდება - მეცოდება ადამიანი, ვინც სამშობლოს განცდა დაკარგა და უსამშობლოების ხელში ჩავარდა! თავი ლიდერი ეგონა და ამ ადამიანების ხელში მარიონეტად ჩამოყალიბდა, - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

ვოლსკის თქმით, ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს.

„გეგმა არ შეცვლილა - მათი გეგმაა დაპირისპირება, დესტაბილიზაცია, რევოლუცია და სისხლისღვრა. ეს გეგმა უკვე იმ სტადიამდე მივიდა, როცა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯებია საჭირო იმის ჩანაცვლებისთვის, რაც თბილისის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დღე იყო - ცეცხლი, დაპირისპირება, შეჯახება, სამართალდამცავ სტრუქტურებთან ხალხის დაშავება, მაგრამ ამან სათანადო განვითარება ვერ ჰპოვა, რაც სალომე ზურაბიშვილისთვის ამოსუნთქვის შესაძლებლობა იქნებოდა.

ახლა ის დრო მოვიდა, როცა წინა პლანზე თავად სალომე ზურაბიშვილი უნდა გამოვიდეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები