„თავისუფლების მოედანი“ - ჩვენ არ მივიღებთ საბიუჯეტო დაფინანსებას, ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა - მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას

„თავისუფლების მოედანი“ არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა, - ამ განცხადებით ეხმაურება კოალიცია „ძლიერ საქართველოში“ შემავალი პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ პარტიების მიერ სახელმწიფოსგან გამოყოფილი პარტიული დაფინანსების აღების შესახებ ინფორმაციას.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მთავარი ყურადღება ახლა საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებასა და ხალხის პროტესტს უნდა დაეთმოს.

„თავისუფლების მოედანი“ საჭიროდ მიიჩნევს პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით საჯაროდ გამოხატოს საკუთარი პოზიცია:

თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად ბრძოლაში აუცილებელია პროდასავლური პარტიების ერთიანობა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დასანიშნად;

„თავისუფლების მოედანი“ არ მიიღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ეს საკითხი არც ჩვენი კოალიციური შეთანხმების ნაწილი ყოფილა. მივესალმებით ნებისმიერი დაფინანსების აქციებზე დაზარალებულების მხარდაჭერისკენ მიმართვას.

ნათელია, რომ არც ერთი ოპოზიციური გაერთიანება, რომელმაც ბარიერი გადალახა, არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების შედეგებს. მისასალმებელია, რომ პოზიცია არჩევნებისა და პარლამენტის არალეგიტიმურობის შესახებ არ შეცვლილა.

ახლა მთავარი ყურადღება და ენერგია ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ შეცვლილი საგარეო გარემოებებისა და მზარდი საზოგადოებრივი პროტესტისკენ უნდა მიემართოს, რაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური და სამოქალაქო ერთიანობის შენარჩუნების, ხელახალი არჩევნების დანიშვნის და შესაბამისად, სამართლიანობის აღდგენის საწინდარი გახდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე