გიორგი ვაშაძე - გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში

გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით “ინტერპრესნიუსთან” საუბარში განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, ეს ხალხის ბრძოლის შედეგია, რომელსაც პარტნიორები ხედავენ და აფასებენ.

„ხალხის ბრძოლას თავის შედეგი აქვს. მთელი მსოფლიო ხედავს ქართველი ხალხის პროტესტს და ეს სერიოზული წარმატებაა ამ პროტესტის.

როცა ვამბობთ, სად არიან ჩვენი პარტნიორები - აი, აქ არიან ისინი, რომლებიც ხედავენ ამ უდიდეს პროტესტს, რომელიც საქართველოშია. ამიტომაც, მივესალმები ამ ნაბიჯს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და ვფიქრობ, რომ გამარჯვებამდე სწრაფად მივდივართ და ვიზეიმებთ საქართველოს ივანიშვილის გარეშე, რომელიც ქაოსისა და უბედურების მომტანია ამ ქვეყანაში”, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი (OFAC) ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე, ბიძინა ივანიშვილზე და მის მიერ კონტროლირებულ კომპანიებზე სანქციების შედეგად რიგი შეზღუდვები წესდება. შეზღუდვები ვრცელდება ყველა ტრანზაქციაში, რომელშიც ივანიშვილის მფლობელობაში მყოფი ნებისმიერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა ის მას პირდაპირ თუ არაპირდაპირ აკონტროლებს, ინდივიდუალურად თუ ჯგუფურად, 50%-ს თუ მეტს".

ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, „შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების" დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის".

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია აღმასრულებელი ბრძანება №14024 მუხლი 1(a)(ii)(C)-ის საფუძველზე, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში