ზურაბ ჯაფარიძე - საკმაოდ მძიმე სანქციებია - პრეზიდენტის, “აღმასრულებელი ბრძანება”, რომლის ქვეშაც ივანიშვილი მოხვდა, რეალურად ეხება რუსეთის გავლენის აგენტებს - სანქციები გაგრძელდება

საკმაოდ მძიმე სანქციებია. პრეზიდენტის, “აღმასრულებელი ბრძანება” , რომლის ქვეშაც მოხვდა ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის გავლენის აგენტებს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე განუცხადა.

მისი თქმით, სანქციები გაგრძელდება.

“როგორც წესი, ამერიკა იწყებს ხოლმე და შემდეგ მიჰყვებიან სხვა ქვეყნები, ან ბრიტანეთი იწყებს ხოლმე და სხვა ქვეყნები მოყვებიან, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ისე მოხდა, რომ სხვა ქვეყნებმაც დაიწყეს სხვადასხვა ტიპის სანქციები. სანქციები არის უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, ბრიტანეთიდან, ამერიკიდანაც დიდი ხანია დაიწყო. სანქციები გაგრძელდება, მათ შორის ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ სხვადასხვა ქვეყნები ამ სანქციების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ. რა, როგორ იქნება, რა ტიპის სანქციები იქნება, ვის შეეხება, ზუსტად არ ვიცით, არ გვაქვს ინფორმაცია.

საკმაოდ მძიმე სანქციებია. პრეზიდენტის, “აღმასრულებელი ბრძანება” , რომლის ქვეშაც მოხდა ივანიშვილი, ის ეხება რეალურად რუსეთის აგენტებს, რუსეთის გავლენის აგენტებს, სათაურიც კი ასეთი აქვს “რუსეთის საზიანო საგარეო გავლენასთან დაკავშირებული აღმასრულებელი ბრძანება”. ერთადერთი არის ის, რომ გარკვეული გამონაკლისები აქვთ დაშვებული კონკრეტულად ივანიშვილისთვის. მე რამდენადაც წავიკითხე და გავიგე ჯერჯერობით არ ეხებიან მის გარკვეულ კომპანიებს და მისი ოჯახის წევრებს. ანუ მთლად ისეც არ წერია, რომ არ ეხებიან იმიტომ, რომ თუ მოინდომებენ შეუძლიათ ეგრევე შეეხონ, თუმცა გამონაკლისებში რაღაც ასეთი არის, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ სერიოზული რისკის ქვეშ არის ყველა ის აქტი, რომელიც მის სახელზეა და ერთი ნაბიჯიც არა, მესამედი ნაბიჯი აქვს დარჩენილი, რომ საერთოდ ყველაფერს შეეხონ, რასაც მისი ოჯახის წევრები ან თვითონ ფლობს ან მისი კომპანიები ფლობენ”, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები