,,გორმედის” სამედიცინო ცენტრი - ISO 9001 - სერტიფიკატის მფლობელია

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო ISO სერტიფიცირების ზედამხედველობის აუდიტის პროცესი წარმატებით გაიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედის“ სამედიცინო ცენტრი ავრცელებს.

მათი ცნობით, ISO 9001-2015 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიკატი ჯერ კიდევ გასულ წელს მიიღო, თუმცა მას შემდეგ სამედიცინო ცენტრი მუდმივად გადის ზედამხედველობის აუდიტის პროცესს და სერტიფიკატს ინარჩუნებს.

„ISO 9001-2015 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მართვის სისტემის უნივერსალური სტანდარტია, რომელიც ორიენტირებულია მომხმარებლის კმაყოფილებასა და მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე.

,,გორმედის” სამედიცინო ცენტრისთვის მინიჭებული საერთაშორისო სერტიფიკატი ადასტურებს სამედიცინო დაწესებულებისა და მედპერსონალის მომსახურების უმაღლეს ხარისხს, რაც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის უსაფრთხო, ეფექტურ და მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები