ვლადიმერ ბოჟაძე - ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ, რადგან ჩვენ ვიცავთ სახელმწიფოს და ხალხის ინტერესებს

­

ბიძინა ივანიშვილისთვის თვისობრივად არაფერი იცვლება. თქვენ იცით რომ ფაქტობრივად ბოლო სამი წლის განმავლობაში ბატონი ბიძინა ივანიშვილი ისედაც იყო ფაქტობრივი სანქციების ქვეშ და ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით ამაზე, რომ ამის მიზეზი იყო რუსეთ უკრაინის ომი და ბიძინა ივანიშვილი ისჯებოდა სწორედ მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე.

„თქვენ გახსოვთ მისი შეხვედრა ამერიკის ყოფილ ელჩთან, სადაც ასევე იყო საუბარი, რომ ამერიკა ასე ვთქვათ დაეხმარებოდა ერთგვარად საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, სამაგიეროდ უნდა ჩართულიყო ჩვენი ქვეყანა სხვადასხვა პროცესებში, მათ შორის რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებისთვის, მეორე ფრონტის გახსნაზე და რა თქმა უნდა მაშინაც, ახლაც და მომავალშიც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა არ დათმო საკუთარი ქვეყნის ინტერესები თუნდაც საკუთარი ინტერესების ხარჯზე და როცა ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, გახსოვთ თქვენ, რომ ოპოზიცია ამაზე მუდმივად ირონიულად საუბრობდა, თითქოს ასეთი პრობლემა ბუნებაში არ არსებობდა, თუმცა ფაქტია, რომ მანამდე არსებობდა ფაქტობრივი სანქციები. ახლა უკვე სამართლებრივად გაფორმდა ეს ყველაფერი. დადასტურდა თუ რისთვის ისჯებოდა ან ისჯება ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი ხელისუფლება. თან იცით თქვენ, რომ ეს შეგნებულად გააკეთეს, რომ მოესწროთ ეს 29 დეკემბრისთვის, რომ ოპოზიციას კიდევ ერთხელ ჰქონოდა სალაპარაკო, ან სალომე ზურაბიშვილს გამოეყენებინა ეს საკითხი მისი ვადის გასვლის შემდგომი პოლიტიკური მოვლენების განვითარებისთვის. ვერც ბიძინა ივანიშვილს, ვერც სხვა ჩვენ ლიდერებს და წევრებს ვერანაირი სანქციებით ვერ შეაშინებენ ძალიან მარტივი მიზეზის გამო, რადგან ჩვენ ვიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის ინტერესებს. ვისჯებით ამის გამო, მაგრამ ალბათ ჯობია მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის დავისაჯოთ, ვიდრე წითელი ხალიჩებით შეგვხვდნენ სადმე ისევე, როგორც ხვდებიან ზელენსკის და საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა, ვიდრე მოხდეს საქართველოს უკრაინიზაცია", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში