შალვა პაპუაშვილი - იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პირობებში მძიმე მემკვიდრეობა დაიძლევა

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის პირობებში მძიმე მემკვიდრეობა დაიძლევა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან წუხილი გამოთქვა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია „ბოლო დღეებს იყენებს საბოტაჟისთვის“.

“სამწუხაროა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მის ბოლო დღეებს იყენებს იმისთვის, რომ საბოტაჟი მოუწყოს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს და მომავალ პრეზიდენტს დაუტოვოს ამ მხრივ რთული მემკვიდრეობა. სამწუხაროა, რომ საბოლოო ჯამში ის, რასაც გარკვეული პერიოდი ჩვენ ფარულად, კულისებში, სხვისი ხელით, სხვისი ქმედებებით რაც ხდებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ეს ბოლო დღეები რატომღაც ღია თავდასხმაში გამოიხატა ქართველ ხალხზე. ვწუხვართ, რომ ამ ბოლო დღეებს, ნაცვლად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას ეს გზები გამოეყენებინა იმისთვის, რომ ის გაფუჭებული ურთიერთობა, რაც ამ პერიოდის განმავლობაში, მათ შორის, ადმინისტრაციის ძალისხმევით მოხდა, ეს რამენაირად აღედგინა, გამოესწორებინა, ქართველი ხალხის თვალში ეს ადმინისტრაცია დარჩენილიყო, როგორც ადმინისტრაცია, რომელმაც სიკეთე გააკეთა ამ ურთიერთობისთვის ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის, თუმცა, მათ სხვა გზა აირჩიეს.

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ახალი პრეზიდენტის პირობებში ეს მძიმე მემკვიდრეობა დაიძლევა, ურთიერთობები გადაიტვირთება და ის დაფასება, რაც ეკუთვნის ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხის ხელისუფლებისგან და რასაც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავდით მოქმედი ადმინისტრაციისგან, ამ დაფასებას ქართველი ხალხი დაინახავს.

სამ მილიონნახევრიანი ერი ვართ და ის ერი ვართ, რომელიც ამერიკელ ხალხს გვერდში ვედექით, სადაც კი დავჭირდით, მხარდამხარ ვიბრძოდით ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მაშინ, როცა ნატო-ს მოკავშირე ქვეყნების არა თუ უმრავლესობა, 27 ქვეყნიდან, ალბათ, ორს თუ ჰყავდა ჩვენზე მეტი კონტინგენტი ავღანეთში. აი, იქ ვიბრძოდით ჩვენ და სამწუხაროა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ აფასებს ქართველი ხალხის ამ გვერდში დგომას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ეწინააღმდეგება ამერიკელი ხალხის ინტერესებს.

ჩვენ ვნახეთ, საელჩოს “ფეისბუკზე” ბანერების გაუგებარი სერია რომ ჰქონდათ, ბანერიც კი გამოდო და ქართველი ხალხისთვის გეოგრაფიის სწავლებაც კი განიზრახა და მინდა დავარწმუნო საელჩოს თითოეული თანამშრომელი, რომ ქართველ ხალხს გეოგრაფიაში არაფერი სასწავლი არ აქვს, თუმცა, გეოპოლიტიკაც რომ კარგად გვესმის, ესეც დადასტურდა იმით, რომ აქ მთავარი არ არის გეოგრაფიული მანძილები, არამედ პოლიტიკური გავლენები და ესეც დადასტურდა ამ გადაწყვეტილებით, რომელიც მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატებიდან”, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები