მამუკა მდინარაძე - წლები გვესმოდა, თითქოს „კრედიტ სუისთან“ დავას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა აშშ-ის  წარმავალმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი

წლების განმავლობაში გვესმოდა, თითქოს „კრედიტ სუისთან“ დავას ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, თუმცა აშშ-ის წარმავალმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ ისაუბრა.

მდინარაძის განცხადებით, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამაც დაადასტურა.

„ჩვენ წლების განმავლობაში გვესმოდა რომ თითქოს არაფერი საერთო არ ჰქონდა დე ფაქტო სანქციებს, "კრედიტ სუისთან" დავას და ასეთ საკითხებს პოლიტიკასთან და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან, თუმცა გუშინ ერთი გადაწყვეტილებით მკაფიოდ და მყარად დადასტურდა, რომ ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამტკიცებდით, რომ იყო დე ფაქტო სანქციები, რომ „კრედიტ სუისის“ დავა გამოწვეული იყო პოლიტიკური დასჯის მცდელობით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, ამერიკის შეერთებული შტატების წარმავალმა, მაგრამ ჯერ კიდევ მოქმედმა ადმინისტრაციამ ერთი გადაწყვეტილებით აღიარა, რომ ეს იყო პოლიტიკური კონტექსტი თავიდან ბოლომდე და აქამდე ყველა უარყოფა იყო აბსოლუტური ტყუილი და ის, რომ „კრედიტ სუისი“ დავობდა ასეულობით მილიონ დოლარს და აქ წლების განმავლობაში იყო ხელოვნურად გაჭიანურების ბევრი პრეცედენტი, ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ერთ სიტყვაში, ერთ გადაწყვეტილებაში გუშინ ეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა, წარმავალმა ადმინისტრაციამ დაადასტურა“ ,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები