მამუკა მდინარაძე - შეიძლება ვიღაცამ დაგაჯერა, რომ საბრძოლველია მაიმუნს „ობეზიანა“ არ ერქვას, ნერვიულობ, ჩელიაბინსკში არ გაიღვიძო, მაგრამ უნდა გაითავისოს ყველამ, რომ „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერთან ერთად აპროტესტებენ ძალადობას

არანაირი საფუძველი არ აქვს მათ ფეიკ-კამპანიებს, იმიტომ, რომ დავიზეპირეთ, თუკი რამე ქართულს და ეროვნულს გავაკეთებთ, ყველაფერს აუცილებლად დაარქმევენ რუსულს. მათ ტრენდში რომ ჩავჯდე, უნდა მოგესალმოთ და დილა მშვიდობის არასდროს იქნება "დობროე უტრო", ასეთი სისულელეები უნდა ილაპარაკო. ამას ვინც იჯერებს, ქართულ საზოგადოებასაც მისი არ სჯერა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, საზოგადოებას ასევე არ სჯერა იმ ადამიანების, ვინც "ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად დგას და აპროტესტებს ძალადობას.

"ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ქართულ საზოგადოებას არ სჯერა იმ ადამიანებისაც, რომლებიც "ნაცებთან" ერთად ძალადობას აპროტესტებენ. შეიძლება, ძალიან გულწრფელი იყო, ვიღაცამ დაგაჯერა, საბრძოლველია, რომ მაიმუნს "ობეზიანა" არ ერქვას, ჩელიაბინსკში რომ არ გაიღვიძო, ნერვიულობ გულწრფელად, რუსთაველზე ებრძვი რუსეთს, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითავისოს ყველამ, რომ ისინი დგანან „ნაცმოძრაობის“ სხვადასხვა კლასტერთან ერთად და აპროტესტებენ ძალადობას", - აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, „აგენტურულმა პარტიებმა“, ქართული საზოგადოება მავნებლობაში ვერ ჩაითრია.

"გვიხარია, რომ ქართული საზოგადოება, ზოგიერთმა აგენტურულმა პარტიამ იმ აგენტურულ მავნებლობაში ვერ ჩაითრია. ეს გულწრფელად გვიხარია იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება ამ ნიშნულზეა. 200 ათასს იტყვიან თუ 150 ათასს და მერე, საკუთარი "ფეიკების" "გასაპრავებლად" მე თუ სხვას დაესხმებიან თავს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები