სოზარ სუბარი - ერთ საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი

ერთ საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი. მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილსაც და მთელ საქართველოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის” დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან ინაუგურაციის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის „ერთადერთი საფიცარიც, სალოცავიც და საზრუნავიც“.

„ერთ საათში საქართველოს ეყოლება ახალი პრეზიდენტი - ნამდვილად ღირსეული და პატრიოტი ადამიანი მიხეილ ყაველაშვილი. მინდა მივულოცო მიხეილ ყაველაშვილსაც და მთელ საქართველოს. ზოგადად, ძალიან სამწუხაროა, როცა პრეზიდენტზე ვსაუბრობთ და ხაზგასმა იმაზე გვიწევს, რომ ის პატრიოტი ადამიანია. ბუნებრივად უნდა იყოს ნებისმიერი პრეზიდენტი, მაგრამ რამდენიმე წინა პრეზიდენტის ისტორიიდან გამომდინარე ამაზე ხაზგასმა გვიწევს. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომლისთვისაც საქართველო არის ერთადერთი საფიცარიც, სალოცავიც და საზრუნავიც. საქართველო მისთვის ყველაფერია განსხვავებით იმ პრეზიდენტებისგან, რომლებიც, სამწუხაროდ სხვა ქვეყნებსა და სხვა ხელისუფლებებს ემსახურება”, - განაცხადა სუბარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება