შალვა პაპუაშვილი - იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა მმართველი, იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული -  ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა

იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თამვჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში.

„ორი კვირის წინ, 2024 წლის 14 დეკემბერს, აქ, ამ დარბაზში, ახალი კონსტიტუციური წესით გაიმართა საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები. 300 წევრისგან შემდგარმა საარჩევნო კოლეგიამ 224 ხმით საქართველოს პრეზიდენტად ბატონი მიხეილ ყაველაშვილი აირჩია. ქართული პოლიტიკის გამოცდილება გვიჩვენებს, რომ პრეზიდენტის სტატუსი, დიდ პატივთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა. იყო პრეზიდენტი ნიშნავს: იყო სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ არა სახელმწიფოს მმართველი; იყო სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის სიმბოლო, მაგრამ არა პოლიტიკური აქტივისტი; იყო ქვეყნის და არა პირადი ამბიციების ერთგული. ეს ის ფაქიზი ზღვარია, რომლის დანახვაც ზოგიერთს გაუჭირდა და ადვილად გადალახა. მათ შორის, ამაზე პასუხიც იყო 26 ოქტომბერს, 1 120 000 ჩვენი თანამოქალაქის მიერ მტკიცედ და ხმამაღლა თავისი ურყევი ნების დაფიქსირება, რომელიც დღეიდან ზურგს გაუმაგრებს საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს. სწორედ ამ მაღალი ნდობიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი პრეზიდენტის როლი იქნება მნიშვნელოვანი ეროვნული თანხმობის მიღწევაში, ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის განმტკიცებასა და საქართველოს სათანადოდ წარმოჩენაში მსოფლიოს ერთა წინაშე. ამ ისტორიულ დღეს გვსურს ასევე საფუძველი ჩავუყაროთ პრეზიდენტის ინაუგურაციის ახალ ტრადიციას. ისევე როგორც ტრადიციულ საპარლამენტო რესპუბლიკებში დღეიდან საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონია გაიმართება პარლამენტის სასახლეში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი