სალომე ზურაბიშვილი - უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება

უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, თავისუფალი მედია დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილია.

„უნდა დავიცვათ თავისუფალი მედია იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის გარეშე არც თავისუფალი არჩევნები იქნება, არც თავისუფალი საზოგადოება. ინფორმაცია და თავისუფალი ინფორმაცია არის დემოკრატიული ქვეყნის აუცილებელი ნაწილი, ამიტომ ეს ჩვენი ყველას ვალდებულებაა და მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რასაც აკეთებთ, რაც გაგიკეთებიათ და რასაც გააკეთებთ კიდევ.

ყველა ერთად მოვნახავთ იმ საშუალებებს, რომ თქვენ დარჩეთ და იყოთ თავისუფალი, რომ არ იყოთ არავისზე დამოკიდებული და შეძლოთ ემსახუროთ მხოლოდ ერთ რამეს - საზოგადოებასა და ქვეყანას”, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი