ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ არ გავხსენით მეორე ფრონტი, ომს ვერ დავიწყებთ

მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ყველა პრობლემა, რაც არის დაკავშირებული საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან.

„ომს ვერ დავიწყებთ. მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები. "კრედიტ სვისს" რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა "კრედიტ სვისის" თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ "გლობალურ ომის პარტიას", რომელსაც ამერიკაში უწოდებენ "დიფ სთეითის" მფარველებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია "დიფ სთეითი", ასევე საქართველოშიც გვაქვს პატარა დიფ სთეთი, ამ დიფ სთეითს ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ეს ქვეყანა ქართული დიფ სთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სთეითის შემთხვევაში", - განაცხადა პრემიერმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
ახმედ ალილი - სამხრეთ კავკასიაში დაწყებულია უსაფრთხოების ახალ არქიტექტურის ფორმირება - ჩვენ ახლა უსაფრთხოების ახალი სტრუქტურის არქიტექტურას ფორმირების არა შუა გზაზე, არამედ მხოლოდ დასაწყისში ვიმყოფებით
როგორ ნერგავს Merlons-ი ევროპული ცხოვრების სტანდარტს საქართველოში
m²-მა და LIB.GE-მ ღონისძიებების სერია - „გაბედე“ წარადგინა
სპორტული მენეჯმენტის ახალი ერა საქართველოში: Johan Cruyff Institute საერთაშორისო კურსები თბილისში
უსაფრთხო ინტერნეტი: რჩევები საბანკო ასოციაციისგან მშობლებს, მოზარდებსა და სკოლებს
„არქის“ თანაორგანიზებით უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა