კახა კალაძე - რა პოზიციაზე, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება სალომე ზურაბიშვილი, წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება

ალბათ, ის შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც ამ ხნის განმავლობაში იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

„ალბათ, ის შეუერთდება იმ რადიკალურ დაჯგუფებას, რომლის წარმომადგენელიც ამ ხნის განმავლობაში იყო. თუ რა პოზიციაზე, როგორ, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას შეუერთდება, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა გამიჭირდება, ეს ალბათ, მას უნდა ჰკითხოთ თვითონ, თუ როგორ და რა ფორმით გააგრძელებს ან თუ გააგრძელებს საერთოდ პოლიტიკაში მოღვაწეობას“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, რომ „ორბელიანების სასახლე ორბელიანებს უნდა დაუბრუნდეთ“, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციაში ამიერიდან საქმიანობას მიხეილ ყაველაშვილი გააგრძელებს.

„რაც შეეხება პრეზიდენტის სასახლეს, მიხეილ ყაველაშვილი გააგრძელებს მუშაობას, როგორც არჩეული პრეზიდენტი. აღნიშნული განცხადება არ მომისმენია და გამიჭირდება შინაარსის გამოტანა, რაზე იყო საუბარი. ალბათ, სჯობს თავად

ქალბატონს ჰკითხოთ, რას გულისხმობდა“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე