ირაკლი კობახიძე - ზუსტად 6 წლის წინ აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად

ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეს გმირად.

„მე მინდა ერთი რამ შეგახსენოთ, ზუსტად 6 წლის წინ რა ხდებოდა ამ ქვეყანაში. ზუსტად 6 წლის წინ თქვენი პარტიები, თქვენი ტელევიზიები აპროტესტებდით სალომე ზურაბიშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად, აწყობდით აქციებს და ამბობდით, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო არალეგიტიმური ხელისუფალი, არალეგიტიმური არჩეული პრეზიდენტი, თუმცა, როგორც კი მან სამშობლოს უღალატა, მაშინვე გამოაცხადეთ გმირად. ეს არის თქვენი მიდგომა. თეორიულად რომ დავუშვათ მიხეილ ყაველაშვილის ხელიდან სამშობლოს ღალატი, მეორე დღეს, გპირდებით, თქვენ გამოაცხადებთ მას გმირად, თუმცა მადლობა ღმერთს, მიხეილ ყაველაშვილისგან ღალატი არის გამორიცხული. შესაბამისად, თქვენ მოგიწევთ, რა თქმა უნდა, არსებულ რეჟიმში დარჩენა, მაგრამ ზუსტად იგივეს აკეთებთ, რასაც აკეთებდით 6 წლის წინ, იმიტომ, რომ თქვენ დგახართ არა ქართველი ხალხის მხარეს, არამედ ასრულებთ გარე დავალებებს თქვენს პარტიებთან ერთად", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი