ლევან დავითაშვილი - ვფიქრობ, 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ რეალობას, რაც ქვეყანაშია - იმედია, გააგრძელებენ პარლამენტის ფორმატში ოპონირებას

ჩვენ ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია - ეს არის რეალობა, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია „შეეგუება რეალობას“ და ძალიან მალე პარლამენტში განაგრძობს თავის საქმიანობას.

“მინდა, წარმატებები ვუსურვო მიხეილ ყაველაშვილს, წარმატებები ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინია, რომ ის ღირსეულად შეასრულებს იმ მოვალეობას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კანონმდებლობითა და კონსტიტუციით აკისრია. ის არის ღირსეული პატრიოტი ქართველი ადამიანი და ამაში ჩვენ დარწმუნებულები ვართ.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა ძალიან მკაფიო გადაწყვეტილება და მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლების მიმართ. არჩევნები ჩატარდა ძალიან კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შეფასება ეუთო/ოდირის მიერ იყო აბსოლუტურად ადეკვატური. ამის შედეგად ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, ახალი ხელისუფლება და დღეს, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, ჩვენი ავირჩიეთ პრეზიდენტი და მოხდა პრეზიდენტის ინაუგურაცია - ეს არის რეალობა.

მეორე რეალობაა, რაზეც საუბრობენ ოპონენტები. ბუნებრივია, რომ ოპოზიციის გარკვეულ ჯგუფებს ჰყავდათ თავისი მხარდამჭერები და მათ აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, რომელიც, სამწუხაროდ, მნიშვნელოვნად განსხვავდება რეალობისგან. ისინი რეალობას ეწინააღმდეგებიან, რეალობა კი ერთია - მოსახლეობის უმრავლესობას აქვს გადაწყვეტილება მიღებული, არჩევანი აქვს გაკეთებული და საზოგადოების პატარა ჯგუფები და გარკვეული ოპოზიციური პარტიები ამ რეალობას არ ეგუებიან.

მე ვფიქრობ, რომ 2025 წელს ოპოზიციური პარტიებიც მიიღებენ იმ რეალობას, რა რეალობაც ამ ქვეყანაში არის. იმედია, ისინი გააგრძელებენ პარლამენტის ფორმატში ოპონირებას, თავიანთი როლის შესრულებას და მათი როლი სწორედ ეს არის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები