კახა კალაძე „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ დავაზე - გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი

ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდა კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების მიერ „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს არის დამადასტურებელი იმის, რაზეც ვსაუბრობდით ამ დროის განმავლობაში. ბევრს არ სჯეროდა, ჰქონდათ კითხვის ნიშნები, თუმცა, გუშინდელი გადაწყვეტილებიდან აშკარად ჩანს, რომ ეს იყო შანტაჟი. ბიძინა ივანიშვილი არაფორმალურად იყო დასანქცირებული. გუშინდელმა განცხადებამ დაადასტურა, რომ ამ სანქციების შემდეგ, მოგებულ თანხაზე გადმორიცხვის უფლება შეუჩერდება. ყველაფერი ნათელია. რას ითხოვდნენ ეს ადამიანები? ითხოვდნენ პირდაპირ ომში ჩართვას, ქვეყნის ინტერესებს დათმობას, რაც უმძიმესი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. მუდმივად ხდებოდა მთავრობის შანტაჟი, კაბინეტებში ხელის გადაგრეხის მცდელობებიც იყო, სანქციებზე მიერთებისკენ მოწოდებები იყო, ეს ყველაფერი დამღუპველი და დამანგრეველი იქნებოდა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ რომ შეცდომა დაგვეშვა, შეგვშინებოდა ზეწოლის და გადაგვედგა არასწორი ნაბიჯები, მაშინ დავკარგავდით ქვეყანას და ეს იქნებოდა უმძიმესი ფაქტი ქვეყნის ისტორიაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი ერთი ადგილიდან იმართება.

„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის თანხებს და განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ყველაფერი მარტივად არის. ერთი ადგილიდან იმართება ყველაფერი და ეს განცხადებაც მიუთითებს იმაზე, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელ სახელმწიფოში მოგებულ სასამართლო დავას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ და მოგებული თანხა, რომელიც ივანიშვილს უნდა ჩაერიცხოს, ეს ვერ მოხდებაო. ანუ რაზეც ჩვენ ამდენი ხანი ვსაუბრობდით, რომ ამ თანხებით შანტაჟი მიმდინარეობდა, ეს დადასტურდა. დღეს აღნიშნულ საკითხზე კითხვის ნიშნები აღარავის აქვს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა