კახა კალაძე სანქციებზე - არაფერი იცვლება, ვაგრძელებთ ქვეყნის ინტერესების დაცვას

არაფერი იცვლება, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, - ასე უპასუხა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რას შეცვლის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა“.

„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ მუდმივი ზეწოლის, შანტაჟის მიუხედავად, ხან კანდიდატის სტატუსით გვაშანტაჟებენ, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით, ხან პირადი სანქციებით და ა.შ., ქვეყნის ინტერესები არ და ვერ დაითმობა. ჩვენ დავიცავთ საქართველოს, დავიცავთ ჩვენს სამშობლოს, ჩვენს ხალხს.

პარტნიორობას და ურთიერთობებს რაც შეეხება, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ. მზად ვართ ურთიერთობისთვის და გვჯერა იმისიც, რომ ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში, მოხდება ურთიერთობების გადატვირთვა, ყველაფერი დარეგულირდება და იქნება ისე, როგორც ორი ქვეყნის ურთიერთობას შეეფერება“,- განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს