ბადრი ჯაფარიძე - ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს, ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები - არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ დაძაბულობამ იკლოს.

„იმისათვის, რომ მოხდეს გამოსავლის მოძებნა იმ კრიზისიდან, რომელშიც ქვეყანა “ქართულმა ოცნებამ” შეიყვანა, თავდაპირველად, მოწოდება იყო დიალოგისკენ, რომელიც დარჩა უპასუხოდ “ქართული ოცნების” მხრიდან. ის კვლავ დგამს ნაბიჯებს იმისათვის, რომ იკლოს დაძაბულობამ, რათა ხალხში მოხდეს არა დაპირისპირება, არამედ შერიგება ამ იდეის ირგვლივ. ქვეყანა ამ მძიმე კრიზისიდან უნდა გამოვიდეს. ამის გამოსავალი არის ახალი არჩევნები.

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ყველა მიღებული გადაწყვეტილება არის არალეგიტიმური.

ჩვენ უკვე წარვადგინეთ [ხელახალი არჩევნებისთვის საჭირო დოკუმენტის დეტალები] და შესაბამისად, მონაწილეობა მივიღეთ, ახლა სხვებიც მუშაობენ და ეს იქნება შეჯერებული”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი