ლევან დავითაშვილი - ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია

წლიურ ჭრილში თუ შევხედავთ, მაღალი ეკონომიკური ზრდით გვექნება წლევანდელი წელიც - პირველი ათი თვის მონაცემებით, დაფიქსირდა 10 პროცენტიანი ზრდა, უახლოეს ხანში გვექნება ნოემბრის და შემდეგ დეკემბრის მონაცემებიც, თუმცა, ეს სურათს ვერ შეცვლის და ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 9 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა შეიძლება გვქონდეს 2024 წელს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან დასმული კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ძალიან ცოტა ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც არა ნომინალური, არამედ რეალური მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება მოახერხა ოთხი წლის განმავლობაში, რომელიც თითქმის ორნიშნა მაჩვენებლით არის გამოხატული.

„მომავალი წლის ეკონომიკა კონსერვატიულად გვაქვს დაგეგმილი - ასე ვგეგმავთ ხოლმე ყოველ წელს, რადგან რთულ რეგიონში ვცხოვრობთ, ბევრი გაუთვალისწინებელი ფაქტორია, რომლებიც შეიძლება რეალიზდეს სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმით. აქედან გამომდინარე, მაკროეკონომიკური პარამეტრები ყოველთვის უფრო კონსერვატიულად იგეგმება. მათ შორის, 2025 წელსაც ეკონომიკურ ზრდას 6 პროცენტს ვფიქრობთ, დაახლოებით, 5.5 პროცენტზეა დაგეგმილი, დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მაჩვენებელს მივაღწევთ", - აღნიშნა დავითაშვილმა.

კითხვაზე, თუ რა ვითარებაა ტურიზმის სექტორში და რა მოლოდინები აქვს ხელისუფლებას, ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ ბოლო თვეებში თბილისის გარკვეულ უბნებში არსებული დემონსტრაციების გამო კონკრეტულ ტურისტულ ობიექტებზე ნეგატიურად აისახა პროცესები, თუმცა, მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა.

„ახლაც ვაკეთებთ კვლევას და მთლიანად საქართველოში ტურისტული აქტივობა არ შენელებულა, მათ შორის, საკმაოდ მაღალია ბათუმში, თუ გასული წლის შესაბამის თვეებთან შევადარებთ. ასევე მაღალია აქტივობა მთის კურორტებზეც - ჯავშნები მაღალ პროცენტზეა. ვთვლით, რომ 2025 წელსაც ტურისტული სექტორი შეინარჩუნებს ზრდას და იმ საპროგნოზო მაჩვენებლებს, რომლებიც, მათ შორის, ტურიზმის კუთხით გვქონდა, მომავალ წელსაც შევასრულებთ - შეიძლება გარკვეულ თვეებში იყოს გარკვეული მერყეობა, მაგრამ წლიურ ჭრილში დაგეგმილ მაჩვენებლებს აუცილებლად მივაღწევთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში