გიორგი ვაშაძე - ჩვენი ბრძოლა გრძელდება და გამარჯვებით დამთავრდება - პარლამენტში მიმდინარე პროცესი კი ცირკია, დახურულ ოთახში ჩატარებული ყალბი ცერემონია

ბრძოლა გრძელდება და ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დამთავრდება. შეიძლება განსხვავებული აზრები იყოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან მიმართებით, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლას ვაგრძელებთ, - ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მისივე თქმით, საბოლოოდ, ქართველი ხალხი ამ ბრძოლაში გაიმარჯვებს.

“ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროტესტი გაგრძელდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, რეგიონებში სიარული და ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ასევე, ჩვენი დასავლელი პარტნიორეობის მხარდაჭერა [მნიშვნელოვანია]. ვხედავთ, რომ პროტეტს თავისი შედეგი აქვს სანქციებთან და სხვადასხვა ნაბიჯებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, გამარჯვებამდე მივალთ.

[ორბელიანის სასახლის] დატოვება სალომე ზურაბიშვილის პოზიციაა და თავიდანვე ვთქვი, რომ ეს მისი გადასაწყვეტია და მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას, რაც მიღებული იქნება”, - განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, ვაშაძემ საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის პროცესს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესი არის “ცირკი”.

“საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესები არის ცირკი. დახურულ ოთახში ჩატარებული რაღაც ყალბი ცერემონია, რომელსაც არანაირი ლეგიტიმური ძალა არ აქვს”, - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში