გია ვოლსკი - მიხეილ ყაველაშვილი არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა - „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“ - უამრავ სასიკეთო  საქმეს, მეცენატობას ჩაუდგება სათავეში

მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა - „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა”, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ყაველაშვილს არ აქვს ამბიცია, რომ ხალხზე უფრო მაღლა იდგეს.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები გვქონდა, მარგველაშვილთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით პრობლემები იყო. მიხეილ ყაველაშვილი არ არის ის ადამიანი, ვინც თავის ქვეყანას პრობლემებს შეუქმნის. ის არის ადამიანი, ვინც ხალხის გვერდით იდგება და არა ისე, როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა - „ხალხთან, მაგრამ ცოტა უფრო მაღლა“. არ აქვს ეს ამბიცია, რომ უფრო მაღლა იდგეს. ის დაიცავს კონსტიტუციას. ყაველაშვილი არის ადამიანი, რომელიც განმსჭვალულია ქვეყნის სიყვარულით, პატრიოტიზმით, თავდადებით; ზუსტად ესმის თავისი მოვალეობა და ფუნქცია და უამრავ სასიკეთო საქმეს - მეცენატობას ჩაუდგება სათავეში, იქნება ინიციატორი. ადამიანი, რომელიც თავის მოვალეობას შეასრულებს იმ კონსტიტუციურ ფორმატში, ჩარჩოებში, რომელიც განსაზღვრული აქვს საქართველოს პარლამენტს. ასე რომ, მას წარმატება ვუსურვოთ, ღმერთმა დალოცოს საქართველო და მისი პრეზიდენტი”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი