ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელჩების კონფერენცია 2024-ის მთავარი თემაა საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები თანამედროვე გეოპოლიტიკურ რეალობაში.

„სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი. პრემიერ-მინისტრმა ქართველ დიპლომატებს საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის ინტერესების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ელჩების კონფერენცია მნიშვნელოვანი ფორმატია, რომელიც იძლევა ინფორმაციის გაზიარებისა და მოსაზრებების გაცვლის საშუალებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც ქვეყნის გაძლიერებას და საგარეო პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებას უკავშირდება.

სამუშაო ფორმატის შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სამთავრობო პროგრამის ძირითად მიმართულებებს და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და დასახული მიზნების მიღწევაში ერთობლივი ძალისხმევის აუცილებლობას.

საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს. აღინიშნა, რომ ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ქვეყანაში სრულად ამოქმედდა საპარლამენტო მმართველობის სისტემა, საქართველოს აქვს ევროპული სტანდარტების შესაბამისი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის შეუქცევად დემოკრატიულ განვითარებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა. საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ქართველი დიპლომატების ყველა კითხვას უპასუხეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი