ნინო დოლიძე - ლეგიტიმაცია სალომე ზურაბიშვილის პერსონას აქვს - ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ჩვენ ვდგავართ და ვიქნებით იქამდე, ვიდრე საჭიროა

დღეს თვალსაჩინო იყო, რეალურად სად დგას ქართველი ხალხი - სალომე ზურაბიშვილის გვერდით, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩაკეტილი, ახორციელებდა მათი პრეზიდენტის ინაუგურაციას, - ამის შესახებ “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ნინო დოლიძის თქმით, ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლაში კი დღევანდელ დღეს არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგან ქართველი ხალხი ქუჩაში პროტესტით იდგება იქამდე, ვიდრე საჭიროა.

„კონკრეტული და განსაკუთრებული მოლოდინი ამ დღესთან დაკავშირებით არ მქონდა, რადგან მე, როგორც ქართველი ხალხის უმეტესობამ გავიაზრეთ, რომ კონკრეტულ თარიღებს არ აქვს მნიშვნელობა, არამედ მნიშვნელობა აქვს ბრძოლაში გამარჯვებას. რამდენი დღე, კვირა და დროც არის საჭირო, რომ აქ ვიყოთ გამარჯვებისთვის, ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და დემოკრატიული მომავლისთვის, ამას გავაკეთებთ.

ერთადერთი, რაც დღეს თვალსაჩინო და ძალიან ადვილად შესამჩნევი იყო, რეალურად სად იდგა ქართველი ხალხი - იდგა სალომე ზურაბიშვილის გვერდით, მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ ჩაკეტილი, მხოლოდ ერთმანეთთან კომუნიკაციით მათი პრეზიდენტის ინაუგურაციას ახორციელებდა. მთავარი რაც დღევანდელმა დღემ აჩვენა, სად დგას ქართველი ხალხი და ვის უყურებს, როგორც ლეგიტიმურ ინსტიტუციას და ეს არის სალომე ზურაბიშვილი.

ჩემთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა სალომე ზურაბიშვილი დარჩებოდა თუ არ დარჩებოდა, [ორბელიანების სასახლეში] რადგან ლეგიტიმაცია მის პერსონას აქვს. მე პატივს ვცემ მის გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა ყოფილიყო. ჩემთვის ამ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობა დღევანდელ დღეს არ ჰქონდა, რადგან ჩვენ აქ ვდგავართ, ვიქნებით იქამდე, ვიდრე საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების გზავნილები და განცხადებები და ქმედებები. ვხედავთ, რომ როგორც პარლამენტს, ასევე, ყაველაშვილს საერთაშორისო ველზე დემოკრატიული სახელმწიფოების მხრიდან არ აქვს აღიარება, კვლავ სალომე ზურაბიშვილთან აგრძელებენ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორები და ასევე, ვხედავთ სანქციებს და სხვადასხვა წნეხს „ქართული ოცნების“ მიმართ. ეს ნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორები, დემოკრატიული სამყარო დგას ქართველი ხალხის გვერდით, ისინი აფასებენ და ხედავენ ქართველი ხალხის თავდაუზოგავ ბრძოლას - მშვიდობიან ბრძოლას ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის“, - განაცხადა დოლიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო