საიას თავმჯდომარე - დატვირთული სამუშაო დღე ჰქონია მიხეილ ყაველაშვილს - ხელი მოაწერა ყველა იმ რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად, 9 დღეში მიიღო

დატვირთული სამუშაო დღე ჰქონია მიხეილ ყაველაშვილს. ხელი მოაწერა ყველა იმ რეპრესიულ კანონპროექტს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებულად, 9 დღეში მიიღო, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.

საიას თავმჯდომარე განმარტავს კანონპროექტების ნაწილის შინაარს, რომელიც ძალაში შევიდა.

"ცვლილება სარჩევნო კოდექსში - „ქართული ოცნებამ“ მორიგ ჯერზე მოარგო საარჩევნო კანონმდებლობა ვიწროპარტიულ ინტერესებს. ამის მიზანი 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნაა. ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა.

ცვლილებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში:

დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ცვლილებების მიხედვით, იქნებიან არა პროფესიული საჯარო მოხელეები, არამედ ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.

ახალი მოწესრიგებით, მარტივდება რეორგანიზაციის პროცესი და მისი პოლიტიკური წმენდის იარაღად გამოყენება. საჯარო მოხელის დაცვის გარანტიები, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით, სუსტდება;

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონებში:

თუ მძღოლები პროტესტს მსვლელობით უერთდებიან და პოლიციამ ჩათვალა, რომ ამით ტრანსპორტის მოძრაობა ფერხდება, მძღოლი 1000 ლარით დაჯარიმდება და თან 1 წლით მართვის უფლება ჩამოერთმევა;

საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება ქალაქის იერსახის დაზიანებისთვის ჯარიმა 1000 ლარამდე იქნება;

თუ აქციისას გზა გადაიკეტა, მაგრამ პოლიციამ ჩათვალა, რომ გზის გადასაკეტად საკმარისი ხალხი არ არის, ყველას დაჯარიმებას შეძლებს 5000 ლარით (აქამდე ჯარიმის ოდენობა 500 ლარი იყო). ხოლო ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე ორგანიზატორად თუ მიიჩნია, მისთვის დაკისრებული ჯარიმა 15 000 ლარი იქნება (აქამდე 5000 ლარი იყო). ეს წესი ვრცელდება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებული სხვა ნორმების დარღვევაზეც, მათ შორის, შენობების შესასვლელების ბლოკირებაზე. ასევე, ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე;

აქციაზე პიროტექნიკით ყოფნა, მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მისი გამოყენება, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 5000 ლარით, თუ ჩაითვალა, რომ ეს ორგანიზებული ფორმითაა გაკეთებული, მაშინ ორგანიზატორი 15000 ლარით შეიძლება დაჯარიმდეს. ჯარიმის ნაცვლად შეიძლება გამოყენებული იყოს 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაც;

აქციაზე ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ისეთი საშუალების ქონა, რომლის გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებულ ტექნიკურ საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას - გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა - გამოიწვევს 2000 ლარიან ჯარიმას;

თუ არასრულწლოვანი აქციაზე 173-ე მუხლის (პოლიციის კანონიერი მოთოვნისადმი დაუმორჩილებლობა) ჩამდენად მიიჩნიეს, მის მშობელსაც დააჯარიმებენ შვილის კარგად ვერ აღზრდისთვის. ჯარიმა 100-დან 300 ლარამდე იქნება.

ნებადართული ხდება პრევენციული დაკავება - თუ პირს ადრე აქვს ჩადენილი სამართალდარღვევა, პოლიციამ შეიძლება ივარაუდოს, რომ კიდევ ჩაიდენს დარღვევას და ვარაუდის საფუძველზე დააკავოს.

სხვა ცვლილებებიცაა, თუმცა, აქ ძირითადებია მოცემული", - წერს ქურდოვანიძე.

მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით საკანონმდებლო მაცნეზე" 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს