ჯიმ რიში - მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დაგვიანებული სანქციები, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს

­

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტად ღიად ანტიდასავლური პოლიტიკოსი დააყენა, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მისი მტკიცებით, შეერთებული შტატები ქართველ ხალხს არ მიატოვებს.

„კარგად ცნობილია ხელისუფლების მცდელობა, უარი თქვას საქართველოს მეგობრებზე, მაგრამ ჩვენ არ ვიტყვით უარს მის ხალხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ საბოლოოდ დაწესდა დაგვიანებული სანქციები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ არეულობაში მისი როლის გამო, ჯერ კიდევ მეტი უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ, აშშ არ მიატოვებს ქართველ ხალხს და მის სურვილს ჰქონდეს თავისუფალი, სამართლიანი დემოკრატია“, - წერს ამერიკელი სენატორი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი