ირაკლი კობახიძე - ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა - ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა დასრულებულია, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს

ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა - ყველას ვურჩევდი, გადაიაზრონ ყველაფერი. ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა დასრულებულია, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გუშინ, „ოპოზიციის დამარცხება საბოლოოდ გაფორმდა“.

„ოპოზიცია მძიმე პროცესში შევიდა, მათ სცადეს ხელისუფლების გადატრიალება და ძალადობრივი რევოლუციის მოწყობა. ახლა აღარ იციან, როგორ გამოვიდნენ ამ დღის წესრიგიდან. ყველას ვურჩევდი, რომ გადაიაზრონ ყველაფერი. დასრულებულია ძალადობრივი გზით რევოლუციის მოწყობის მცდელობა, ყველა სხვა დღის წესრიგზე უნდა გადაერთოს. ეს არის ის დღის წესრიგი, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს იქნებოდა ჩემი მოწოდება ყველას მიმართ. 29-ში, გუშინ საბოლოოდ გაფორმდა ოპოზიციის დამარცხება, როდესაც მთლიანად ჩამოყალიბდა ხელისუფლება თავისი ყველა განშტოებით. საბოლოოდ განმტკიცდა ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ნებისმიერი თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე წარუმატებლობისთვისაა განწირული. იქნება ეს შიდა სუბიექტებისა თუ გარე სუბიექტების მიერ განხორციელებული თავდასხმები. ყველამ პატივი უნდა სცეს ქართულ დემოკრატიას, ჩვენს დემოკრატიულ სისტემას. ეს არის ჩემი მოწოდება ყველას მიმართ, მათ შორის, ოპოზიციის მიმართ“,- განაცხადა კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები