გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილისთვის ფორმალურად სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ - როცა გვეკითხებოდნენ, თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის!

ბიძინა ივანიშვილისთვის ფორმალურად სანქციების დაწესება ნიშნავს იმას, რომ გაისროლეს ის, რისი გასროლაც ბოლოს შეეძლოთ - როცა გვეკითხებოდნენ, თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის უცხოური ძალა! - ასე ეხმაურება აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაწესებას პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილის შეფასებით, „ივანიშვილი დაასანქცირეს იმიტომ, რომ საქართველოში ომის დაწყებას, მეორე ფრონტის გახსნასა და არეულობას არ დასთანხმდა“.

მაჭარაშვილმა დასძინა ისიც, რომ "ივანიშვილი პირად ინტერესებზე მაღლა, ყოველთვის ქვეყნის ინტერესებს დააყენებს".

„ის უცხოური ძალები, რომლებიც ემსახურებიან არა მშვიდობის შენარჩუნებას საქართველოში, არამედ არეულობასა და ხელისუფლების უკანონო გზებით შეცვლას, ბოლო დღეებს ითვლიან და ბოლო კუდებს იქნევენ.

ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ის ფაქტობრივად დასანქცირებული იყო. აშშ სამი წლის განმავლობაში ამბობდა, რომ "კრედიტ სუისის" დავასთან კავშირში არ იყო და საკითხი სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა. ახლა გამოაცხადეს, რომ ივანიშვილი სინგაპურის საერთაშორისო სასამართლოში მიგებულ ფულს აშშ-ს გარეშე ვერ წაიღებს. აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მართალი იყო, როცა ამბობდა, რომ ამ საქმეში ამერიკული ძალები იყო ჩარეული და ივანიშვილი ფაქტობრივად დასანქცირებული იყო.

„ხალხის ძალა" ყოველთვის ამბობდა, რომ აშშ-ში სხვადასხვა თანამდებობაზე მოკალათებული უცხოური ძალა ებრძოდა საქართველოს ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს. ახლა თავად აშშ-მ დაადასტურა ის, რომ ბიძინა ივანიშვილი "კრედიტ სუის"-თან დაკავშირებულ თანხებს ვერ მიიღებს - როცა გვეკითხებოდნენ თუ სად არის უცხოური ძალა, ა ბატონო, გამოჩნდა, თუ სად არის უცხოური ძალა!

ივანიშვილი დაასანქცირეს იმიტომ, რომ არ დასთანხმდა საქართველოში ომის დაწყებას, მეორე ფრონტის გახსნას და არეულობას. ივანიშვილის დასანქცირების გადაწყვეტილებით აშშ-ს იმ ძალებმა, რომლებიც იმედი მაქვს, რომ მალე სათავეში აღარ იქნებიან, აღიარებითი ჩვენება გააკეთეს", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო