ირაკლი კობახიძე  - სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია  დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, გვაქვს კონკრეტული ინიციატივები და პროექტები

საქართველოს პრიორიტეტია ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება, ექსპორტის ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ელჩების კონფერენცია 2024“-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლება აქტიურად მუშაობას ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის, ე.წ. დაკავშირებადობის ფუნქციის გასაძლიერებლად.

„საქართველო ტრადიციულად ასრულებდა ძალიან მნიშვნელოვან როლს დაკავშირებადობის კუთხით. ჩვენ ისტორიულად ერთმანეთს ვაკავშირებდით ევროპას და აზიას, დასავლეთს და აღმოსავლეთს. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ ჩვენი ამ სტრატეგიული ფუნქციის აღდგენას, რისთვისაც ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს, მათ შორის, მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება ინფრასტრუქტურის მიმართულებით. რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, პარალელურად საჭიროა დიპლომატიური აქტივობების განხორციელება იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით, მათ შორის, უმნიშვნელოვანესი პროექტებია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელისა და ანაკლიის პორტის პროექტები, რომელთა წარმატებისთვის ქართულმა დიპლომატიამაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გაძლიერებაში უმნიშვნელოვანესია ქართული დიასპორის როლი.

„სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია დიასპორის გაძლიერება და უფრო აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. გვაქვს კონკრეტული ინიციატივები, პროექტები, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ დიასპორის ინტერესების კიდევ უფრო მეტად გათვალისწინება და მათი ჩართულობა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებასა და განვითარებაში.

მინდა თითოეულ თქვენგანს, ქართველ დიპლომატებს, საქართველოს მისიების ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, გადაგიხადოთ უდიდესო მადლობა თქვენი ძალისხმევისა და პატრიოტიზმისათვის. პატრიოტიზმის გარეშე სახელმწიფოსთვის ვერცერთი საქმე სათანადოდ ვერ კეთდება. პირველია სიყვარული ქვეყნის, პატრიოტიზმი და პირველ რიგში, ამისთვის მინდა გადაგიხადოთ მადლობა, თქვენი დამოკიდებულებისთვის ქვეყნის მიმართ და თქვენი პროფესიონალიზმისთვის, რომლითაც აკეთებთ ყველა საქმეს, რაც დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვასთან და ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასთან. თქვენი პროფესიონალიზმი და ქვეყნის მიმართ ერთგულება ფასდაუდებელია. მჯერა, რომ 2025 წელს თქვენთან ერთად ჩვენი ქვეყანა კიდევ დიდ წარმატებებს მიაღწევს საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, დამდეგი შობა და გისურვოთ ყველას ბედნიერება, წარმატებები ახალ 2025 წელს. ბედნიერება თქვენ და თქვენს ოჯახებს“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში