გია ვოლსკი - აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია - საქართველო და მისი პარტიული და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს!

აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია - საქართველო და მისი პარტიული და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს! საქართველოს საკუთარი პირობებისთვის და საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია! - ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაკისრების თაობაზე დასმულ კითხვას.

აქვე ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და იმედი აქვს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უკეთესობისაკენ წავა.

ვოლსკის შეფასებით, სანქციების მიზანი პოლიტიკური გავლენის მოხდენაა.

„აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია - ჩვენი მოვალეობა არც ერთხელ არ “ჩაგვიგდია“, პარტნიორებთან არასდროს თავი არ შეგვირცხვენია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ერთად ვიყავით.

ახლახან გამოქვეყნდა უშველებელი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებულია ქართული სამართალდამცავი ორგანოები ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში და მეორე დღეს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადება გაკეთდა. აი ეს არის რეალობა!

მეორე რეალობაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამით აღფრთოვანებულია, გახარებულია და კიდევ მეტს ითხოვს - გახარებულია არიან იმით, რომ ის პროექტები ვერ შედგება, რომელიც ეხება ეკოლოგიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ჯანდაცვას, განათლებას, ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. ამის არგაკეთება უხარიათ, რათა იქნებ როგორმე ალეკო ელისაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა