გია ვოლსკი - თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის, ევროპული სტანდარტია! - ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება!

თუ ნიღბის ტარება არ შეიძლება, ეს ქართული სტანდარტი არ არის - ეს ევროპული სტანდარტია! ვინც ნიღაბს გაიკეთებს, ის პიროტექნიკასაც თავისუფლად გამოიყენებს და ვერც ამოიცნობ, საიდან მოდის უბედურება! - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ “ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით ამოქმედდა.

ვოლსკის თქმით, დემონსტრაციების დროს სახის ნიღბით დაფარვის აკრძალვა მხოლოდ ოპოზიციის მხარდამჭერებს არ ეხებათ.

მისივე მტკიცებით, XI მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებული კანონები რეპრესიული არ არის და ის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

„ეს აკრძალვა იმ ადამიანებსაც ეხება, ვინც თავისუფლად შეიძლება ისეთი პროვოკაცია ჩაიდინოს, რომელიც საქართველოს ისეთ სისხლისღვრასთან მიიყვანს, რაც მაიდანზე ვიხილეთ და ვერც გაიგებ, ვისი გამოგზავნილია და ვისი მითითებით მოქმედებენ პროვოკატორები.

ნიღაბი ერთ-ერთი საშუალებაა, რითაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას შეიძლება პრობლემები შეექმნას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერით „საკანონმდებლო მაცნეზე“ 28 კანონპროექტი გამოქვეყნდა.

გამოქვეყნებულ კანონპროექტებს შორის არის "შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის საფუძველზეც დემონსტრანტებს აქციების დროს ნიღბით და ნებისმიერი სხვა საშუალებით სახის დაფარვა, ასევე ლაზერული მოწყობილობებისა და პიროტექნიკის გამოყენება ეკრძალებათ.

ყაველაშვილის ხელმოწერით ასევე ამოქმედდა კანონპროექტები, რომლის გათვალისწინებით, გაზრდილია ადმინისტრაციული ჯარიმები, ხოლო საჯარო სამსახურებში რეორგანიზაციის პროცესი მარტივდება. ყველა ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები