ირაკლი ზარქუა - ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! - ახალგაზრდებო, ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ!

ეს ხელოვნურად შექმნილი მარშები არაფერს გეუბნებათ?! უცხო ქვეყნად იმპორტირებული, არაბუნებრივი და არაქართულ ჯაჭვთან დაკავშირებით სააკაშვილის რამდენიმე წლის წინანდელი სიგიჟე არ გახსენდებათ?! - ყველაფერში ხელოვნურობაა და მივმართავ ახალგაზრდებს: - ნუ გამოაყენებინებთ თავს ამ უსამშობლოებს! მათ სხვა დაკვეთა აქვთ! - ეს განცხადება მედიასთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებენ არა პარტნიორები, არამედ „ზოგიერთი ლობისტური კომპანიის მიერ დაქირავებული ევროპარლამენტარები, კონგრესმენები და სენატორები, რომელთაც ავტორიტეტი არა აქვთ და რაღაცას იგონებენ“.

„ჩვენ გვყავდა ასეთები: კუბილიუსები და ფოტიგები! ფოტიგა ევროპარლამენტიდან გამოაგდეს, რადგან ის ხალხმა არ აირჩია, ხოლო კუბილიუსი იმდენად არაადეკვატური აღმოჩნდა, რომ პოლიტიკას ჩამოაშორეს და ახლა კოსმოსს იკვლევს.

დავსვით კითხვა, რა არის რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საფუძველი? - ამაზე პასუხი არა აქვთ! შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საკითხი განხილვაშიც კი არ მიიღო, ხოლო ეუთო/ოდირმა საკუთარ დასკვნაში თქვა, რომ ხარვეზების მიუხედავად არჩევნები შედგა. ამით დამთავრდა!

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანა გადარჩეს და დიდ იმპერიებს შორის მსოფლიოს გადანაწილებაში არ მოჰყვეს”, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას, ზარქუას თქმით, ივანიშვილი დე-ფაქტოდ ისედაც სანქცირებული იყო

„რისთვის? იმისთვის, რომ ამ კაცმა ქვეყანა არ გაყიდა და ქვეყნის ინტერესების დაცვაზე უარი არ თქვა! ის ამის გამო დაასანქცირეს. ჩვენებურად პატრიოტების ენაზე ეს არის ჯილდო ამ ადამიანისათვის, რადგან მან ქვეყანა დაიცვა.

გუშინ ივანიშვილთან საუბრის შესაძლებლობა გვქონდა და მის განწყობასაც გეტყვით: - დიდი ხანია მე დასანქცირებული ვარ და ჩემთვის ეს არაფერს არ წარმოადგენსო. ქვეყნის სიყვარული არის უდიდესი ჯილდო და მას ასეთი მიდგომა აქვს. ეს კაცი თავისი ოჯახით თითოეულ ქართველს მაგალითს გვაძლევს“, - განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს