რელიგიის სააგენტომ საქველმოქმედო აქცია გამართა

დღეს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების წლის ბოლო ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამჯერად, ჰუმანიტარული ტვირთი - 20 ყუთი ტანსაცმელი და ტკბილეულის 20 ყუთი ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის სოციალურად დაუცველ მრევლს გადაეცა.

„ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა თეოდორემ (ჭუაძე) რელიგიის სააგენტოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

აქციაში მონაწილეობდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა