გია ვოლსკი - მხოლოდ დასავლურ ბაზრებთან ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თითქმის ტრილიონ ნახევარს უტოლდება - განა რას ვაშავებთ თუ გვინდა, ამ ურთიერთობის გარკვეული მოცულობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენებით ხდებოდეს?!

უკვე დიდი ხანია, გარკვეული პერიოდულობით, ვისმენთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ სიხისტით გამორჩეულ განცხადებებს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გამო. განთქმულმა ჯო უილსონმაც შემოგვიტია, ანტიამერიკულ პოლიტიკას ეწევიანო. ადგილობრივი რადიკალების მცდელობები, როგორც წესი, საქართველოს ხელისუფლებისადმი დასავლეთის უნდობლობის გაღვივებისაკენაა მიმართული, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ახალგაზრდების „ტვინების რეცხვის“ სტრატეგიაშიც ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

როგორც მან აღნიშნა, ჩინური საწარმოები წარმატებით ინარჩუნებენ სტაბილურობას ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობებში და ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით და მხოლოდ დასავლურ ბაზრებთან ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თითქმის ტრილიონ ნახევარს უტოლდება. მისივე თქმით, სასურველია ურთიერთობის გარკვეული მოცულობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენებით ხდებოდეს.

„უკვე დიდი ხანია, გარკვეული პერიოდულობით, ვისმენთ საქართველოს ხელისუფლების მიმართ სიხისტით გამორჩეულ განცხადებებს ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების გამო. განთქმულმა ჯო უილსონმაც შემოგვიტია, ანტიამერიკულ პოლიტიკას ეწევიანო. ადგილობრივი რადიკალების მცდელობები, როგორც წესი, საქართველოს ხელისუფლებისადმი დასავლეთის უნდობლობის გაღვივებისაკენაა მიმართული, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ახალგაზრდების „ტვინების რეცხვის“ სტრატეგიაშიც ერთ-ერთ მთავარი მიმართულებაა.

ევროკავშირთან ჩინეთის ურთიერთობების თაობაზე გამოქვეყნებულ სხვა მასალებთან ერთად, სწორედ ამ კონტექსტშია საინტერესო ჩინეთის სავაჭრო პალატისა (CCCEU) და გლობალური საკონსულტაციო კომპანია “Roland Berger”-ის მიერ ახლახან გამოქვეყნებული ანგარიში.

კვლევა ცხადყოფს, რომ ჩინური საწარმოები წარმატებით ინარჩუნებენ სტაბილურობას ევროკავშირთან ბიზნეს ურთიერთობებში და ოპტიმისტური პროგნოზი აქვთ გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივებთან დაკავშირებით.

გამოკითხულ მეწარმეთა 75%-მა დაადასტურა ინფორმაცია გასულ წელს ევროკავშირთან ეკონომიკური ურთიერთობების სტაბილური ან გაუმჯობესებული პირობების თაობაზე;

ევროპასთან ვაჭრობით ჩინური კომპანიების 50%-ს გაეზარდა შემოსავლები და მოგება; კომპანიების 40% გეგმავს ინვესტიციების გაზრდას ევროკავშირში, ხოლო 43% ელის ინვესტიციების არსებული დონის შენარჩუნებას; კომპანიების 20% ზე მეტი ევროკავშირს განიხილავს ყველაზე მნიშვნელოვან ბაზრად ჩინეთის ფარგლებს გარეთ, ხოლო 66% იმედოვნებს, რომ ამ ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობა საგრძნობლად გაიზრდება მომდევნო სამ წელიწადში.

ცნობისათვის, ჩინეთსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი ვაჭრობა ზრდის ტენდენციებს ინარჩუნებს და 2024 წლის იანვარ-ნოემბერში მიაღწია 5,09 ტრილიონ იუანს (დაახლოებით 702,06 მლრდ აშშ დოლარი), რაც 1,3%-იანი ზრდაა წლის განმავლობაში. ამ მონაცემით ევროკავშირი ჩინეთის მეორე სავაჭრო პარტნიორად რჩება.

პირველ ადგილზე აშშ-ია, 736 მილიარდი დოლარის მოცულობის სავაჭრო ბრუნვით, მესამეზე ადგილს იაპონია იკავებს 310 მილიარდი დოლარის მაჩვენებლით; მეოთხეზე სამხრეთ კორეაა 280 მილიარდი დოლარით, მიუხედავად იმისა რომ ამ ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობებს არაერთი მოუგვარებელი პოლიტიკური პრობლემა ახასიათებს! მეოთხე ადგილზე ვიეტნამია 200 მილიარდი დოლარის მაჩვენებლით. რუსეთ-ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობის მაჩვენებელი 180 მილიარდი დოლარია.

ანუ მხოლოდ დასავლურ ბაზრებთან ჩინეთის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობა თითქმის ტრილიონ ნახევარს უტოლდება.

განა რას ვაშავებთ თუკი გვინდა, რომ ამ ურთიერთობის გარკვეული მოცულობა საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამოყენებით ხდებოდეს?!“, - წერს გია ვოლსკი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე