რატი იონათამიშვილი - რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბერში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ საინტერესოა, მხარდამჭერები თუ მოსთხოვენ პასუხს

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ თუ მოსთხოვენ მათ პასუხს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი. კერძოდ, მათ გასცეს დაპირება, რომ:

არ დაუშვებდნენ

XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას;

არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას;

არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას;

არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას;

არ დაუშვებდნენ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციას;

სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან;

არ ცნობდნენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას.

როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ.

ცხადია, ამდენი ტყუილის შემდეგაც, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ, თუ მოსთხოვენ პასუხს, ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია”, - წერს რატი იონათამიშვილი.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია „ინოვას“ სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში