მარკო მიხელსონი - ქართველი ხალხი ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით

ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, - ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

მიხელსონის თქმით, ევროპული სახელმწიფოების „გაორებული დამოკიდებულება“ იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება.

„რუსეთის მიერ საქართველოში ძალაუფლების ხელში ჩაგდება და არალეგიტიმურ რეჟიმთან დაპირისპირებისას ევროპის სახელმწიფოების მთავრობების გაორებული დამოკიდებულება, სამწუხაროდ, იმაზე მიუთითებს, რომ ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის საფასური უახლოეს მომავალში გაცილებით მაღალი იქნება. ქართველი ხალხი, რომელიც ზედიზედ 32 დღეა თავის მონდომებას აჩვენებს, ევროპული ქვეყნების მხრიდან მორალურ და რეალურ მხარდაჭერას იმსახურებს, როგორც სიტყვით, ისე საქმით. თუ ქართველი ხალხი არ იღლება და არ ნებდება, მაშინ ამის უფლება საკუთარ თავს ევროპამაც არ უნდა მისცეს“, - წერს მარკო მიხელსონი.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს