ნინო წილოსანი - ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების, ამავდროულად წარმატებული, დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა - მათი მიზანია, ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ, არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ

ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეო ვნახე - ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

წილოსანის თქმით, მათი მიზანია ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ.

„ამ წელს, იმედი მაქვს, ბოლო პოლიტიკური პოსტი იქნება და მეტად აღარ დაგამძიმებთ. უბრალოდ, ეს აუცილებლად უნდა მეთქვა...

გუშინ ლაშა ტალახაძეს აკიდებულ/გაკიდებული “აქტივისტის” ვიდეო ვნახე. კომენტარსაც ვერ გავაკეთებ იმ სრულიად ამორალურ ფორმაზე, რომლითაც ამ აქციების ერთ-ერთი სახე დემონსტრირებს, თუმცა თქვენს ყურადღებას ამჯერად სხვა დეტალებზე შევაჩერებ.

ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მძლავრი აქცენტი ღირებულებების და ამავდროულად წარმატებული და დამსახურებული ადამიანების გაუფასურებაა. მათი მიზანია ტალახი ესროლონ, შეურაცხყონ და საბოლოოდ არაფერი წმინდა და ხელშეუხებელი არ დატოვონ, გარდა P. Diddy კატეგორიის არასწორი “როლური მოდელებისა”.

ეკლესია და ჩვენი სულიერი მამები შეურაცხყვეს;

ერეკლე და თამარი მოღალატედ და უზნეოდ გამოაცხადეს ;

ოლიმპიელებს აგინეს;

შვილებს მშობლების დაუმორჩილებლობა ასწავლეს;

მოსწავლეებს კი მასწავლებლების აბუჩად აგდება;

მილიონზე მეტი ჩვენი მოქალაქის არჩეულ პრემიერს ეგრეთ წოდებულს ეძახიან, ქვეყნის პატრიოტს კი ასანქცირებენ;

ლაშა ტალახაძის მიღწევები რომ გააუფერულო, ასეთი მდაბიო უნდა მიუჩინო, უკადრებელი აკადრო და ვირტუალურად მაინც შეაჩვიო რაღაც კატეგორია ადამიანები რომ ავტორიტეტები არ არსებობენ.

ამის საპირწონედ კი მორალურად დაცლილი და სულიერად გარყვნილი ადამიანების კულტი შექმნეს. ხორციელ სიამოვნებასა და გართობაზე ორიენტირებულ სოციუმად ქცევას გვიპირებდნენ, სადაც არ არსებობენ გმირები, ღირსეული ავტორიტეტები, ხოლო სულიერებისა და სწორი ღირებულებების ნაცვლად, მხოლოდ, სიამოვნება, ყოფიერება და გართობაა. გართობაში ცუდი არაფერია, უბრალოდ მათი თავსმოხვეული “გართობის“ კრებსითი სახელიც ფი დიდია...

რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი? მხოლოდ ერთ მიზანს - არაფერი მყარი და წმინდა არ უნდა დარჩენილიყო. მორალდაკარგული, ღირსება აყრილი, სულიერების შიმშილში მყოფი ადამიანები, რომლებსაც ღირებულებითი ღერძი არ გააჩნიათ და მარტივად მართვადნი არიან. ეს ის საბოლოო შედეგია, რისი მიღებაც სურდათ

სად მივყავდით ამ ყველაფერს, მარტივი მისახვედრია. მთელი ერი რომ არ გამოვფხიზლებულიყავით, ეს ყველაფერი, ალბათ, საერთოდ მოარღვევდა ჩვენს სოციალურ ქსოვილს და ჩვენი კულტურით გამდიდრებულ ღირებულებებს, რასაც კაცობრიობის ისტორიის გზაზე აქამდე მოვუყვანივართ, გავუტანივართ და გამძლეობა თუ გამბედაობა მოუნიჭებია ჩვენთვის ათას მტერთან ბრძოლაში

საბოლოოდ კი ამ გამოცდილებით დიდი სიბრძნის მატარებელ ერად ვყალიბდებით, რომელსაც ყველა კრიტიკულ მომენტში სწორედ ამ სიბრძნით გაუკვალავს სამშვიდობოს გზა

დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ“, - წერს ნინო წილოსანი “ფეისბუქზე“.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი