ეროვნული ბანკი - წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა - მთლიანი საერთაშორისო ვალდებულებები კი წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.6 მლრდ დოლარით აღემატება

საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ, 2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით -29.8 მლრდ აშშ დოლარი (-81.3 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს -90.5 პროცენტია (წინა პერიოდის მდგომარეობით იგივე მაჩვენებელი - 92.1 პროცენტი იყო). ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია წინა კვარტალთან შედარებით 355.6 მლნ აშშ დოლარით გაუარესდა.

„2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 17.4 მლრდ აშშ დოლარია (47.6 მლრდ ლარი), რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.3 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 47.2 მლრდ აშშ დოლარი (128.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს 1.6 მლრდ აშშ დოლარით აღემატება.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს