გერმანიის ვიცე-კანცლერი - ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს

ილონ მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს, - ამის შესახებ გერმანიის ვიცე-კანცლერმა, რობერტ ჰაბეკმა განაცხადა.

გერმანიის ვიცე-კანცლერის განცხადებით, ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მხარდაჭერა ლოგიკურია.

„ეს ლოგიკური და სისტემატურია. მასკი აძლიერებს მათ, ვინც ევროპას ასუსტებს. სუსტი ევროპა მათ ინტერესებშია, ვისთვისაც რეგულაცია მათი ძალაუფლებისთვის შეუსაბამო შეზღუდვას წარმოადგენს“, - აღნიშნა რობერტ ჰაბეკმა.

ცნობისთვის, ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი თებერვალში გასამართ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე „მწვანეთა პარტიამ“ კანცლერობის კანდიდატად დაასახელა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა