მთავრობის განკარგულებით, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება, ხოლო გიორგი კალანდარიშვილს გაუხანგრძლივდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განკარგულებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსს, კოკა კაციტაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნება, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს დაცვის ვადა გაუხანგრძლივდება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულებები 26 დეკემბრით თარიღდება.

ცესკო-ს თავმჯდომარისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნის თაობაზე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ კალანდარიშვილს სახელმწიფო დაცვა „გაუგრძელდეს-დაენიშნოს შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, 2025 წლის პირველი იანვრიდან, პირველ ივლისამდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“.

რაც შეეხება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის სახელმწიფო დაცვის დანიშვნას, განკარგულებში აღნიშნულია, რომ კაციტაძეს „2025 წლის პირველ ივლისამდე პერიოდში, შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად“ სახელმწიფო დაცვა დაენიშნება.

ორივე დადგენილებაში აღნიშნულია, რომ „დაცვის ღონისძიებათა განხორციელებას სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური“ უზრუნველყოფს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა