გორში სპორტსმენებისა და მწვრთნელების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

გორში სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების დაჯილდოების ტრადიციული ცერემონია - „სპორტული გორი 2024“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, რომელსაც ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, 2024 წლის მიღწევები შეაჯამეს, ამასთან, წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და გუნდები დააჯილდოვეს. ასევე, გამოავლინეს სამ ნომინაციაში გამარჯვებულები.

„ფულადი ჯილდოები ერგოთ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების პრიზიორებს, საქართველოს ჩემპიონებს, სათამაშო სახეობებში ეროვნული და ასაკობრივი ნაკრების წევრებსა და მათ მწვრთნელებს.

2024 წლის შედეგების მიხედვით, ნომინაციების გამარჯვებულები გახდნენ:

წლის საუკეთესო სპორტსმენი - გენო პეტრიაშვილი,თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2024 წლის ოლიმპიური ჩემპიონი;

წლის საუკეთესო მწვრთნელი - არჩილ ბარამიძე, ტიტულოსანი ფალავნის გენო პეტრიაშვილის პირადი მწვრთნელი, გორის ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლის მწვრთნელი;

წლის საუკეთესო გუნდი - ძიუდოს კლუბი „გოლდენ გორი“, ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორი;

ღონისძიება ყოველ წელს ტრადიციულად გორის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით იმართება. პროექტი განხორციელდა „სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები