ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეების მკურნალობას დააფინანსებს

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მომავალ წელს დაიწყება პროგრამა, რომელიც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეების მკურნალობას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს.

როგორც სარჯველაძემ განმარტა, უწყება გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის მედიკამენტებს შეისყიდის.

„ეს იქნება ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში გააქტიურდება, ამაზე მუშაობა დაწყებულია. ჩვენ უბრალოდ მოგვიწევს გარკვეული შესყიდვების განხორციელება მედიკამენტისთვის, რომელიც ესაჭიროებათ ხალხს, ვისაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი აქვთ დასმული. შესაბამისად, ეს პროგრამა მათთვის ამუშავდება. ამის თაობაზე პაციენტებთანაც გვქონდა დისკუსია და მსჯელობა. არსებობს რამდენიმე მოდელი, რომელთა დაკავშირებითაც ყველაფერზე გადაწყვეტილება მიღებულია და უახლოესი პერიოდის განმავლობაში, უკვე გაისად ეს პროგრამა რეალურად დაიწყებს ფუნქციონირებას. ამაზე გადაწყვეტილება მიღებულია. ვვარაუდობ, რომ ფუნქციონირებას დაიწყებს არაუგვიანეს მომდევნო წლის თებერვლის დასრულებამდე. რაც შეიძლება სწრაფად, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადამდე“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე