კახა კალაძე - ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ "საახალწლო სოფელი" მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, ორბელიანის მოედანზე მოწყობილი საახალწლო სოფელი 14 იანვრამდე გააგრძელებს მუშაობას.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში აღნიშნა.

კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი „უამრავი წერილი" გახდა, რომელიც საახალწლო სოფლის გახანგრძლივებას შეეხებოდა.

„ჩვენ განცხადება გვქონდა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი საშობაო სოფელი 7 იანვარს დაიხურებოდა, თუმცა ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა მის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სოფელი მუშაობას 14 იანვრამდე გააგრძელებს. იცით, რომ 2017 წლიდან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ეს ტრადიცია, შევქმენით ადგილი, სადაც უამრავი ადამიანი იკრიბება საახალწლო სოფლის სახით და ყოველწლიურად, ის უფრო მასშტაბური და დიდი ხდება. წელსაც განსაკუთრებით ლამაზია ჩვენი საახალწლო სოფელი, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს, როგორც დედაქალაქის მცხოვრებლები, ისე რეგიონებიდან ჩამოსული სტუმრები, ტურისტები. მართლაც სასიამოვნო გარემოა. გვაქვს ძალიან დიდი ყინულის მოედანი, რომლის მასშტაბის მოედანიც არასდროს ყოფილა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერი ვიდეომიმართვაში ეხმიანება ინფორმაციას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასთან დაკავშირებითაც.

„ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას 00:00 საათზე ამთავრებდა. ეს იყო არასწორი ინფორმაცია. როგორც ყოველთვის, თუ პანდემიას არ ჩავთვლით, ახალი წლის ღამეს 03:00 საათამდე, მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები. იგივე იქნება ახლაც, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში“, - აღნიშნავს კალაძე.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა